საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" ცნობილი დიზაინერის, ირაკლი ნასიძის ესკიზების მიხედვით შექმნილ ახალ კოლექციაზე მუშაობა დაასრულა.

პრეზენაცია 14 თებერვას 19:00 საათზე, საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" განახლებულ ბრენდირებულ მაღაზიაში გაიმართა.

მოგეხსენებათ "ზარაფხანას" გააჩნია საქართველოში ყველაზე დიდი, 70 წლიანი გამოცდილება საიუველირო ნაწარმის შექმნაში. ნაკეთობები გამოირჩევა ორიგინალურობით და დახვეწილი დიზაინით. კომპანია მუდმივად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ტრადიციები და ამავდროულად იყოს თანამედროვე ტენდენციების გამტარებელი.

კომპანიისათვის პატივია თანამშრომლობა ისეთ წამყვან დიზაინერთან, რომელმაც დაუღალავი შრომითა და მიზანსწრაფულობით მიაღწია იმას, რომ მისი სახელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პარიზის მოდის უმაღლეს ლიგაში, რომელიც ასევე აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდეს როგორის არის: Christian Dior, Nina Ricci, Christian Lacroix, Yves Saint Laurent და ა.შ. და რომლის აზრს, იდეებს და შემოქმედებას პატივს სცემენ მსოფლიოში.

კოლექცია რომელიც 13 მოდელს ითვლის, შესრულებულია 585 სინჯის ოქროში და გაწყობილია ძვირფასი ქვებით. სამკაულები ძირითადად განკუთვნილია მაღალგემოვნებბიანი მომხმარებლისთვის, ვისთვისაც საინტერესოა თანამედროვე მოდის ტენდენციები. ფასები 425 ლარიდან 8000 ლარამდე მერყეობს. მათ შორის არის ლიმიტირებული მოდელი, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიური შეკვეთით მზადდება.

ირაკლი ნასიძე: "ფრინველები ის ქმნილებებია, რომელიც ჩემს შემოქმედებაში გაიდეალებულია და განსაკურებული პრიორიტეტებით სარგებლობს.

მათ მითოლოგიურ დატვირთვას ყოველთვის ხიბლში მოვყავდი. ეს ქმნილებები ჩემს ხელოვნებას ასხამენ ფრთებს და შემდეგ სილამაზისა და ოცნებების კალეიდოსკოპში ამოგზაურებენ.

კოლექციის საწყისია რაგმენტული შეხვედრა ადამიანთან, რომლის სილამაზემ, სულის თავისუფებამ, მისმა სამყაროს აღქმამ და სიკეთემ საწყისი მისცა კოლექციის შექმნას.

მე მას სამოთხის ჩიტად აღვიქვამდი ამიტომაც ერთ-ერთ სამკაულს "Mon oiseau d'amour" ანუ ჩემო საყვარელო ჩიორა ვუწოდე. ეს ის სამკაულია რომელიც სიმბოლურად ადამიანის სულიერ სიმშვიდეს, სიყვარულს, სიკეთეს, თავისუფლებასა და მეგობრობას აგვირგვინებს."