რაოდენობა
|
ღირებულება
|
||
|
Rooms for Zarapxana 2012 წლის პროდუქტია, რომელიც ინტერიერის დიზაინის სტუდია ROOMS-ისა და საიუველირო სახლ ზარაფხანას პარტნიორობით მივიღეთ. ყველა სამკაული დამზადებულია ორი სახის მასალისგან - ოქრო (585) და ვერცხლი (925). ვერცხლის ნაკეთობები გაფორმებულია ცირკონებით, ხოლო ოქრო - ბრილიანტებით.
"სამკაულის დიზაინი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩვენთვის, თუმცა ისევ შევეხეთ მოდელირებას , მხოლოდ განსხვავებულ მასშტაბში. წარმოვადგინეთ თანამედროვე ქალის სამკაული, რომელიც ხაზს უსვამს მომხმარებლის ხასიათს , სტილს და ინდივიდუალობას . ძვირფასი მეტალებით შევქმენით მარტივი გეომეტრიული ფორმები – წრე, რკალი, კვადრატი სამკუთხედი და ოთხკუთხედი, ეს ფორმები ისეთივე მუდმივია როგორც თავად მეცნიერება - გეომეტრია . ერთი შეხედვით მარტივი ხაზებით შექმნილი ძვირფასი სამკაული ატარებს დახვეწილ, ელეგანტურ და ღრმა თვისებებს , რომელიც სრულყოფს თანამედროვე ქალის “ფორმას” და ხასიათს". (ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია)