რაოდენობა
|
ღირებულება
|
||
|
რა არის „ძე“ ?
"ზარაფხანამ" გადაწყვიტა შეექმნა სამაჯური, რომელიც არა მხოლოდ აქსესუარი, არამედ პოზიტიური ცვლილების სიმბოლო გახდებოდა.
ჩვენ შევუერთდით საქართველოს ამერიკელი მეგობრების (American Friends of Georgia’s) „ძე“ პროექტს (Dze Campaign) მნიშვნელოვანი მისიის განსახორციელებლად. ამჟამად ძეგვის თავშესაფარი აერთიანებს 80 ადამიანს. მათ შორის, ბავშვებს და მოხუცებს. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს და თითოეულ მათგანს მივცეთ საშუალება ჰქონდეთ სრულყოფილი ცხოვრება.
როგორ მიიღებთ მონაწილეობას?
„ძე“-ს სამაჯურებისგან მიღებული შემოსავლის 35% გადაირიცხება საქართველოს ამერიკელი მეგობრების საქველმოქმედო პროექტში. ამ კამპანიაში მონაწილეობით, თქვენ მხარდაჭერას უცხადებთ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებლებს. რაც გულისხმობს, მათ ისეთი საჭიროებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და სარეაბილიტაციო პროგრამები.
რატომ „ძე“ ?
ზარაფხანასა და საქართველოს ამერიკელი მეგობრების ერთობლივი პროექტი გამოხატავს სურვილსა და მზაობას დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. „ძე“-ს არჩევით თქვენ ირჩევთ პოზიტიურ ცვლილებას.
ძეგვის თავშესაფართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს afgeorgia.org/dzegvi-shelter-community & https://dzeproject.ge/