ზარაფხანას სიახლე, - გულსაკიდები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ლაკონური და თანამედროვე არჩევანია.
სამკაულის მართკუთხა ფორმები დედამიწას და მის სიმტკიცეს გამოხატავს, ოთხი წახნაგი სამყაროს ოთხ მხარეს, სტაბილურობას და ჰარმონიას ასახავს.
გულსაკიდის ოთხივე მხარეზე ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი სიმბოლოებია გამოსახული, როგორიცაა - ზოდიაქო, მისი ძვირფასი ქვა, მმართველი პლანეტის და სტიქიის სიმბოლიკა.
სასწორი - ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ვენერა მფარველობს, მმართველი სტიქიაა ჰაერი. ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად, მკაფიოდ და სტრუქტურულად. განვითარებული აქვთ მშვენიერების გრძნობა და ესთეტიკური აზროვნება.
პლანეტა: ვენერა
სტიქია: ჰაერი
ქვა: სერდოლიკი (ადამიანს აძლევს სტიმულსა და ძალას, რომ იყოს ლიდერი)
შენიშვნა: გულსაკიდის ღირებულებაში არ შედის ძეწკვი.
მსგავსი პროდუქცია
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapxana.ge