უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად ზარაფხანა წარმოგიდგენთ კიევის დამოუკიდებლობის ქანდაკების ვერცხლის მინიატურას, რომელიც უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილ თითბერის მომინანქრებულ კვერცხშია მოთავსებული.
დამოუკიდებლობის ქანდაკება მდებარეობს კიევში, მაიდან ნეზალეჟნოსტიზე (დამოუკიდებლობის მოედანზე) და ქვეყნის თავისუფლების აღმნიშვნელი სიმბოლოა - ქალის ფიგურა (ბერეჰინია), ვარდის ტოტით ხელში.
1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბერეჰინიამ განიცადა ფოლკლორული მეტამორფოზა და გარდაიქმნა კერიის ქალღმერთად (რომელიც დაკავშირებულია ერის მეურვეობასთან).
უკრაინის თემატიკით შექმნილი პროდუქციის გაყიდვით მიღებული მოგების 50% ომით დაზარალებულთა მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapxana.ge