ძიება ვებ გვერდზე

სანადირო დანა - ბოლნური

შიფრი : 888001
 
ნახვები : 3083
2390₾
მახასიათებლებიმეტალი ვერცხლი 925 | 58.900 გრ ქვა ქრიზოპრაზი | 1 ც | 0.16 გრ.| კაბოშონიდამატებითი მასალები მინანქარი | როდირებული

თავგადასავლის მაძიებლისთვის შექმნილი ბოლნური სანადირო დანა იდეალურ ბალანსს ქმნის ფუნქციურობასა და ვიზუალურ ესთეტიკას შორის. ცივი მინანქრითა და მაღალი სინჯის 925 ვერცხლით დამზადებული ნაკეთობის ინსპირაციად ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ბოლნისის სიონის ტაძარი იქცა. ტარზე გამოსახული ლომები, ვაზი და ჯიხვი სწორედ ბაზილიკის რელიეფური ორნამენტებისა და სიუჟეტური სცენის - ნადირობის - ალეგორია გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ დანის პირი სპეციალურად „ზარაფხანასთვის“ შექმნილი, უმაღლესი სიმტკიცით ნაწრთობი სუპერ ფოლადისგანაა დამზადებული (K190, HRC 63).

ნაკეთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვა აქვს წარმატებისა და იღბლის ქვად ცნობილი ქრიზოპრაზის გამოყენებასაც. რადგანაც, იდეაზე მუშაობისას, გუნდმა დიდი ყურადღება დაუთმო ერგონომიკას, ნივთი ხელში აღებისთანავე სხეულის ნაწილად გარდაიქმნება, რათა მფლობელი მაქსიმალურად კონცენტრირდეს გარე სამყაროზე.

ბოლნური სანადირო დანის სახით, „ზარაფხანამ“ შექმნა ნაკეთობა, სადაც ისტორია და კომფორტი ოსტატურად ერწყმის ადამიანის ცნობისმოყვარე ბუნებას.

დანას მოჰყვება ობსიდიანის საილუსტრაციო სადგამი და ტყავის ქარქაში, რადგან “ზარაფხანას“ სწამს, რომ განსაკუთრებულ ნივთებს განსაკუთრებული წარდგენა სჭირდება.

წონა: 138.97 გრ

სიგრძე: 18.5 სმ

დანის მჭრელი პირის სიგრძე: 7.5 სმ

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
"ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოვებული მახასიათებლები. მზა ნაკეთობის მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapxana.ge

 

ჩვენი მაღაზიები