ძიება ვებ გვერდზე

სამეფო დანა - გორგასალი

შიფრი : 888002
 
ნახვები : 2170
3590₾
მახასიათებლებიმეტალი ვერცხლი 925 | 107.000 გრ ქვა ფირუზი | 13 ც | 0.34 გრ.| კაბოშონიდამატებითი მასალები მინანქარი

V საუკუნეში მოღვაწე მეფის, ვახტანგ გორგასლის პორტრეტის მიხედვით შექმნილ “სამეფო დანა გორგასალში” განსხეულებულია „ზარაფხანას“ მამოძრავებელი იდეა - ხელშესახები გახადოს ისტორია საოქრომჭედლო ხელოვნების მეშვეობით.

უმაღლესი სიმტკიცით ნაწრთობი სუპერ ფოლადისგან დამზადებული (K190, HRC 63) დანის ბასრი პირი მონარქის შეუპოვარ ბუნებასთან ასოცირდება, ხოლო საუკეთესო ხარისხის 925 სინჯის ვერცხლით მოპირკეთებული ხის ტარი მის მეფურ სიდიადეს უსვამს ხაზს. ტარს 13 ფირუზის ქვა ამშვენებს, 13 დეკემბერს ვახტანგ გორგასლის ხსენების დღის ნიშნად. მასზე ასახულია ხოხობი და მიმინო - სიმბოლოები დედაქალაქ თბილისის დაარსების ლეგენდიდან, და ასევე, მშვილდი სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკიდან. რადგანაც წოდება „გორგასალს“ სათავე ვახტანგის მგლის თავის ფორმის მუზარადმა დაუდო, ნაკეთობა სწორედ ამ გამოსახულებით ბოლოვდება.

საგულისხმოა, რომ ვიზუალური და ტაქტილური მხარის შემუშავების პროცესში, ჩვენი გუნდისთვის ორიენტირი მონარქის პიროვნული და ფიზიკური ძალა გახლდათ, ამიტომაც, შეიქმნა დანა, რომელთან შეხებისთანავე ხელს მეფის ძლევამოსილება გადაეცემა.

“სამეფო დანა გორგასალს“ მოჰყვება ობსიდიანის საილუსტრაციო სადგამი და ტყავის ქარქაში, რადგან “ზარაფხანას“ სწამს, რომ განსაკუთრებულ ნივთებს განსაკუთრებული წარდგენა სჭირდება.

წონა: 104.400 გრ

სიგრძე: 26.5 სმ

დანის მჭრელი პირის სიგრძე: 14.5 სმ

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
"ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოვებული მახასიათებლები. მზა ნაკეთობის მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapxana.ge

 

ჩვენი მაღაზიები