1. შესავალი

ზარაფხანას კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი (შემდგომში „კონფიდენციალობის პოლიტიკა“) მიზნად ისახავს პერსონალური ინფორმაციის დამუშავების (მაგ. მოპოვების, გამოყენების, შენახვის ან გადაცემის) შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა მოპოვებულ იქნეს ჩვენი ონლაინ პლატფორმებიდან (ვებ-საიტი, აპლიკაციები, სოციალური ქსელები) ან თქვენს მიერ შევსებული კლიენტის ფორმიდან.

 

2. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია

ჩვენს მიერ მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:

• საკონტაქტო პირის ინფორმაცია (როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი საფოსტო მისამართი, იმეილი, მობილურის ან სხვა ტელეფონის ნომერი);

• მომხმარებლის სახელი და პაროლი;

• საგადახდო ინფორმაცია (როგორიცაა საგადახდო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, ავტორიზაციის ნომერი ან უსაფრთხოების კოდი);

• მომხმარებელთა სერვისის ინფორმაცია (როგორიცაა მომხმარებლის შეკითხვები, კომენტარები, შეკეთების სერვისით სარგებლობის ისტორია);

• ფოტომასალა, კომენტარები და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა კონტენტი;

• ინფორმაცია პერსონალური და პროფესიული ინტერესების შესახებ, დაბადების თარიღი, ოჯახური მდგომარეობა;

• თქვენს მიერ კარიერული განვითარებისთვის მოწოდებული ინფორმაცია, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია, თქვენს რეზიუმეში არსებული ინფორმაცია (მათ შორის სამუშაო ისტორია, განათლება და უცხო ენის დონე) და თქვენი მიმდინარე დასაქმების შესახებ დეტალები;

• შესყიდვისა და ტრანზაქციების ინფორმაცია;

• მეგობრების ან სხვა პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც გსურთ რომ დავუკავშირდეთ;

• ადგილმდებარეობის ინფორმაცია (ინფორმაცია, როგორიცაა თქვენ IP მისამართიდან, ქვეყანა, საფოსტო კოდი, მობილური მოწყობილობის მდებარეობა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიღებაზე შეტყობინება და არჩევნის უფლებაზე ინფორმაცია მიწოდებულია);

• ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მოვიპოვოთ სერვისის მომწოდებელი მესამე პირებისგან;

 

3. პერსონალურ მონაცემთა შეგროვების საფუძვლები

ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ მაინც კმაყოფილდება:

- თქვენ მოგვეცით აშკარა თანხმობა თვენი პერსონალური ინფორმაციის ერთი ან მეტი მიზნით დამუშავებაზე (მაგ. როგორიცაა ზარაფხანას ვებსაიტის გამოყენება, ახალი ამბების გამოწერა, ზარაფხანასთან კონტაქტი);

- მონაცემების დამუშავება საჭიროა ხელშეკრულების შესასრულებლად (დაკავშირებული თქვენს შესყიდვასთან, შეკეთების სერვისთან ან სხვა სერვისთან) ან ხელშეკრულების გასაფორმებლად;

-  მონაცემების დამუშავება საჭიროა ჩვენთვის სავალდებულო სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად;

- მონაცემების დამუშავება საჭიროა ლეგიტიმური მიზნების განსახორციელებლად (მაგ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად);

 

2. პერსონალურ მონაცემთა გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზეზებით:

1. მარკეტინგული და სარეკლამო მიზნები:

- ზარაფხანას ივენთებზე თქვენთვის პერსონალური მოსაწავევების გამოგზავნა. ასევე, კორპორატიული და მარკეტინგული კომუნიკაცია (რაც მოიცავს ზარაფხანას შესახებ სიახლეების, საჩუქრების და კატალოგების მოწოდებას);

- თქვენ შეიტყობთ ზარაფხანას ახალ ამბებს პირველები, რათა იცოდეთ ჩვენი შემოქმედების, ივენთების, ინიციატივების და პერსონალიზებული სერვისების შესახებ, რაც მორგებული იქნება თქვენს ინტერესებსა და პრეფერენციებზე.

2. ბიზნეს მიზანი:

- თქვენი შეკვეთების, შესყიდვების და მიწოდების მიზნით მონაცემების დამუშავება;

- მომხარებელთა მომსახურების სერვისით თქვენი უზრუნველყოფა;

3. მხარდაჭერის მიზანი:

- ზარფხანას პლატფორმებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება;

- თქვენს მოთხოვნებზე პასუხის გაცემა;

- ზარაფხანას პლატფორმების ადმინისტრირება და ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების სერვისებით უზრუნველყოფა;

4. სამართლებრივი მიზნები:

- თაღლითობის და სხვა აკრძალული ან არალეგალური ქმედების პრევენცია და ზარაფხანას პლატფორმების, მაღაზიების და ოფისების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

- საბუღალტრო აღრიცხვის წესებთან შესაბამისობა და სხვა სამართლებრივი ვალდებულებებთან შესაბამისობა (მაგ. ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული ვალდებულებები)

5. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები

თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, პერსონალური მონაცემები შეიძლება შეინახოს და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად საჭირო დროით ან იმ დრომდე, სანამ თქვენ უარს არ განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისად.

6. პერსონალურ მონაცემთა მესამე პირთათვის გადაცემა

ჩვენ შეიძლება თქვენი პერსონალური მონაცემები გადავცეთ მხოლოდ ზარაფხანასთან დაკავშირებულ კომპანიებს და მესამე პირებს, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

- სერვისის მომწოდებლებს ჩვენს ბიზნეს საქმიანობაში ხელშეწყობისთვის (მაგ. პროდუქციის მიტანა, გადახდების ავტორიზაცია, ივენთების ორგანიზაცია, სიახლეების გაგზავნა, ზარაფხანას პლატფორმების მართვა, რისკების მართვა, თაღლითობის პრევენცია, ნდობის და უსაფრთხოების გამყარება)

- სასამართლოს ან რეგულატორს ან ნებისმიერ მესამე პირს, თუ ეს მოთხოვნილია კანონით.

 

5. თქვენი უფლებები

თქვენს პერსონალურ მონაცემებზე გაქვთ შემდეგი უფლებები:

- წვდომის უფლება: თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ რა პერსონალური მონაცემების შეგროვება მოხდა თქვენს შესახებ და როგორ მუშავდება ისინი.

- შესწორების უფლება: თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ცვლილებების შეტანა არასწორ პერსონალურ მონაცემში, პერსონალური მონაცემის დამატება ან განადგურება.

- უარის თქმის უფლება: თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (მთლიანად ან ნაწილობრივ).

გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პიროვნების დადასტურება მანამ, სანამ დავიწყებთ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების საფუძველზე თქვენი მოთხოვნის განხორციელებას.

 

6. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების გარანტია

ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციული უსაფრთხოების ღონისძიებებს რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, ცვლილებისგან ან გადანგურებისგან. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პერსონალურ მონაცემთა დასაცავად, ჩვენ გარანტიას ვერ გავცემთ თქვენი მხრიდან დაუცველი ქსელის გამოყენებით  ინფორმაციის ჩვენს პლატფორმებზე გადმოგზავნისას მის უსაფრთხოებაზე.

 

7. კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ შეტყობინება განთავსდება ზარაფხანას პლატფორმაზე. მიუხედავად ამისა, ასეთი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება თქვენს პასუხისმგებლობას განეკუთვნება.

 

8. საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე წესებთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

შპს „ზარაფხანა“

ს/ნ 202445540

ლუბლიანას N15

თბილისი, საქართველო

მეილი: info@zarapxana.ge

ტელ: + 995 32 251 00 01